ბურჭულაძის პარტია რეგიონული ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს

„სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს ხონის რაიონული ორგანიზაციის 30-მა წევრმა დატოვა. პარტიის უკვე ყოფილი წევრები პაატა ბურჭულაძეს იმ პოლიტიკას და ნაბიჯებს უწუნებენ, რომელიც მათი განცხადებით ყოფილი ლიდერისთვის ,,გირჩებთან“ და გიორგი ვაშაძის ,,ახალი საქართველოსთან“ გაერთიანების შემდგომ გახდა შესამჩნევი.
ბლოკიდან წასულები პაატა ბურჭულაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსშიც სდებენ ბრალს.
ბურჭულაძის პარტიის ხონის ორგანიზაციაში წევრების წასვლას პოლიტიკურ დანაკარგად არ აღიქვამენ.
ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება გუშინ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები