დიმიტრი ქუმსიშვილი: მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს
მინისტრობის კანდიდატები წინასწარ დასახელებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”ევროატლანტიკური საქართველოსთვის” ინიციატივას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის სია შედგენილი არ არის.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს.