ნინო ბურჯანაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მარჯვე და ძლიერი უიარაღო მოსახლეობის წინააღმდეგ იყო

„ასე მარჯვედ დადგომოდნენ ცხინვალის ომში მებრძოლ ბიჭებს და არც ასეთი შედეგი გვექნებოდა“, – ნინო ბურჯანაძე 26 მაისი კადრების გავრცელების თემას ეხმაურება. მაშინდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარ ხალხზე მოძალადეს უწოდებს.
“ასეთი მარჯვეები, რომ ყოფილიყვნენ ახალაია და ძმანი მისნი და ის სპეცრაზმელები, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ და დახმარებოდნენ ცხინვალის ომში მებრძოლ ბიჭებს თავის დროზე, შეიძლება ის სამდღიანი ომი ასეთი შედეგით არ დასრულებულიყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი და მარჯვე იყო საკუთარი უიარაღო მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
საქართველოს პროკურატურამ 26 მაისის აქციის დარბევის კადრები დღეს გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ იძლეოდა დარბევის მითითებას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების უფროსი დათა ახალაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები