ქანთარია 26 მაისის აქციის კადრებზე: ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო ფურცელია იმ მხეცობისა, რომელსაც “ნაციონალები“ სჩადიოდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას თქმით, პროკურატურის მიერ ე.წ. 26 მაისის საქმეზე დღეს გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენისთვის ყველაფერს აკეთებს.
როგორც ქანთარიამ “კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, დღეს გავრცელებული ვიდეო კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა მეთოდებით ებრძოდა “ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებული აზრის გამოხატვას.
“ყველამ კარგად ვიცოდით, რომ მომიტინგეები იყვნენ ალყაში და მათ არ ჰქონდათ გასასვლელი და ეს დღეს გავრცელებული ვიდეოთიც დადასტურდა.
ეს ვიდეოკადრები არის კიდევ ერთი თვალსაჩინო ფურცელი იმ მხეცობისა და სისასტიკისა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჰქონდა ადგილი. ასევე პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ არსებული ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის ყველაფერს აკეთებს, ამ სისასტიკეს,ამ წამებას ხანდაზმულობა არ აქვს, ყველა დამნაშავე გამოვლინდება ოღონდ თანმიმდევრულად, ფაქტებითა და არა ვარაუდებზე დაყრდნობით“, -აღნიშნა ქანთარიამ.
შეგახსენებთ,რომ პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე დათა ახალაია და კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულად სცნო.
პროკურატურამ ასევე გაავრცელა 26 მაისის აქციის დარბევის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელიც სწორედ იმ ღამეს არის გადაღებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები