პრეზიდენტი პარტიებს მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე პრეზიდენტის სახელით საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმება პრემიერის ინიციატივას მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტიებს მემორანდუმის ხელმოწერისკენ.
„მართალია, მემორანდუმები არ არის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი. გარანტი, პირველ რიგში, კანონის უზენაესობა და მისი დაცვაა. კანონის დაცვას კი, პრეზიდენტის აზრით, არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური კეთილი ნება. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და მიუხედავად პირადი პოლიტიკური სიმპათიისა, დაიცვას ყველას უფლება – აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია“,-განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები