რა გახდა სოსო ჯოხაძესა და ბადრი ნათობაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი

ყოფილი პატიმარი გია ფაცურია გაზეთ „პრაიმტაიმთან“ სოსო ჯოხაძესა და ბადრი ნათობაძეს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზებს იხსენებს.
გამოცემასთან საუბრისას ფაცურია მათი დაპირისპირების მიზეზად ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტს ასახელებს, როდესაც ბადრი ნათობაძეს გამომწვევი ქცევის გამო, ძმები ჯოხაძეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ბადუკას ციხეში ყოფნის პერიოდში სასჯელს სოსო ჯოხაძეც იხდიდა, თუმცა შიგნით არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. დაპირისპირება მათი გათავისუფლების შემდეგ დაიწყო. ჩემი ინფორმაციით, ეს ყველაფერი დაიწყო 55-ე სკოლასთან მდებარე ერთ-ერთ კაფესთან, სადაც სოსოს მეუღლე და დაქალები ჰყავდა მიყვანილი. იქ შევიდა „კაიფში“ მყოფი ნათობაძე და უზრდელობა დაიწყო.
ამის გამო ჯოხაძეებმა დამსახურებულად სცემეს. „ნაციონალები“ ჯოხაძეს არ სწყალობდნენ, რადგან მათ დაკვეთებს არ ასრულებდა. ბადუკა კი თავიდანვე მათი კაცი იყო. დაუჯერებელია, რომ ამ მკვლელობის შესახებ გივი თარგამაძეს არ სცოდნოდა წინასწარ, რადგან ის იყო უშუალო კონტაქტზე ყველა კრიმინალურ ელემენტთან. როგორც ჩანს, მან უთხრა ბადუკას, რომ მოდი, ჯოხაძე მოგვაცილე, ხელისუფლებაში მოვალთ და მოგხედავთო. ეს უბედური მოატყუეს. რისი ხელისუფლებაში მომსვლელები არიან. და მეორეც, ნახეთ, როგორ ააგორეს თემა მედიით-„სისხლიანი გარჩევები ქალაქის ცენტრში“, „90-იანი წლები დაბრუნდა“ და ა.შ. ალბათ დააკვირდით, რომ სოსო ჯოხაძის მკვლელობაზე, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, თვითონ გივი თარგამაძე და სხვა „ნაციონალები“ გასუსულები არიან. ხმას არ იღებენ საჯაროდ. ცნობილია, რომ ნათობაძეს უკრაინის ბილეთიც ჰქონდა და კიევში წასვლას აპირებდა. ალბათ იქ უპატრონებდნენ“, – განაცხადა გია ფაცურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები