მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევით საქართველო 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევით საქართველო ნორვეგიასაც უსწრებს. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტმა, ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა.
ექსპერტს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ინვესტორების მოსაზიდად ხელსაყრელი სასტარტო პირობები აქვთ და ბიუროკრატიის მაჩვენებელი ქვეყანაში ძალიან დაბალია.
“ძალიან დიდი სიურპრიზია და საოცრებაა, რომ ნორვეგიასაც ვუსწრებთ ამ მაჩვენებლით და ისეთ ჭრილში ვართ, სადაც შვეიცარიაა, ეს მიუთითებს ბიუროკრატიის ნაკლებობაზე ქვეყანაში, ასევე არის დიდი და სერიოზული სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ ინვესტიცია დააბანდონ საქართველოში, რადგან ეს კვლევა მოწმობს იმაზე, რომ კერძო საკუთრების უფლება საკმაოდ დაცულია ჩვენს ქვეყანაში და ღიაა ბაზარი“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები