ბიძინა ივანიშვილმა: იმ დონეზე დავიდნენ, ხადურს საჭმელს უთვლიდნენ

„იმ დონეზე დავიდნენ, ხადურს საჭმელს უთვლიდნენ“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილმა ფინანსთა მინისტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა და წინა ხელისუფლების დროს ფინანსთა სამინისტროში არსებული მდგომარეობა გაიხსენა.
„იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტროში კორუფცია არ არის და ის არ ხდება, რაც „ნაცების“ დროს ხდებოდა, ხადური დასაფასებელია. თუმცა დღეს ყველაზე არაპოპულარული მინისტრია რეიტინგებით. იმ დონეზე დავიდნენ საჭმელს უთვლიდნენ. ბევრი წარმატებული მინისტრია. ამ გუნდმა დაამტკიცა თავისი წესიერება, აქვს გამოცდილება და ემსახურებიან ძირითად სტანდარტს, რომ მოემსახურონ ხალხს და დაიცვან კანონი.
მათ ღირსეულად დაიცვეს ის, რაც დავტოვეთ პოლიტიკაში, ღირსეულად დაიცვეს ის აწეული თამასა, როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი. უამრავი ახალი წევრი ჰყავს „ოცნებას“. უამრავი საზღვარგარეთ ნასწავლი კადრით გაიზარდა გუნდი და ხარისხობრივად გაუმჯობესდა. ენის პრობლემა გვქონდა და ევროპაში გუნდის წევრები ხშირად ვერ გადიოდნენ, რადგან ენა არ ვიცოდით. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო პიროვნება დაემატა გუნდს, თუმცა ძირითადი ღერძი შევინარჩუნეთ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები