„მე ვიყავი ლიდერი, როდესაც დაფუძნდა ის ფასეულობა, რომ პოლიტიკა ფულის საკეთებელი ადგილი არ არის“

„მე ვიყავი ლიდერი, როდესაც დაფუძნდა ის ფასეულობები, რომ- პოლიტიკა ფულის საკეთებელი ადგილი არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, ზოგიერთებს ეს არ მოსწონთ და მწვავე კრიტიკით გამოდიან.
„მე ვიყავი ლიდერი, როდესაც დაფუძნდა ის ფასეულობები, რომ- პოლიტიკა ფულის საკეთებელი ადგილი არ არის, პოლიტიკაში თუ ხარ და დიდი ადგილი გიჭირავს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა, რომ კანონს პატივი სცე და დაარწმუნო საზოგადოება, რომ იცავ, სწორედ შენ გაქვს. ვისაც ამას მოსთხოვენ, სუყველა გამოდის და მაგინებს. ვაკეთებ იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს და მე ვარ მოქალაქე დღეს,არ ვარ პოლიტიკოსი. დღეს არის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი აქტიურობით დაეხმარონ ქვეყანას სწორი მიმართულებით განვითარებაში“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები