ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ აფინანსებდა მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას

„ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ აფინანსებდა მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო ორი წელიწადია, მსგავს თემაზე დაპირისპირება არ მომხდარა.
„ერთი ნაპირიდან ერთი ჯგუფი იყო მოსყიდული, მეორე ნაპირიდან მეორე ჯგუფი და აჩვენებდნენ მსოფლიოს, როგორი ველურები არიან ქართველები, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობის გარდა სხვა რელიგია მათ არ ესმით და არავითარი ტოლერანტობა არ გააჩნიათ. ესენი არიან ველურები და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელეწიფება, 20-30 წელი ეს ხალხი ჭკუაზე მოიყვანოს. ამ დროს, აბსოლუტურად განსხვავებულია სიტუაცია – „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ აფინანსებდა მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები