ბიძინა ივანიშვილი: აკაკი ჩხაიძეს არ ვიცნობ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გურიის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდოდატს, აკაკი ჩხაიძეს პირადად არ იცნობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მას სადმე შეხვედრია.
ივანიშვილის განცხადებით, ის მხარს უჭერს ყველა იმ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ არის წამოყენებული.
“არ ვიცნობ ბატონ აკაკის. შეიძლება, სადღაც შევხვედრივარ, ხელი ჩამომირთმევია. მე ვუჭერ მხარს ყველა მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც “ქართული ოცნებიდან” არის წამოყენებული. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ხელეწიფება, ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისევე როგორც მთელ გუნდს, აყალიბებს კვირიკაშვილი. მე არ ვარ გუნდის ჩამოყალიბების მონაწილე. პირადად, ყველას არ ვიცნობ. ეს პროცესი უჩემოდ მიმდინარეობს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში, აკაკი ჩხაიძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ის არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ ოქლში “ქართული ოცნების” სახელით ნინო წილოსანი იყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები