ბელგია – საქართველოში ადამიანებს რასის, რელიგიის, ეროვნების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა არ ემუქრებათ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში უარყოფით პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ილიანა დერილოვამ განაცხადა, რომელმაც ბელგიის მიერ 3 აგვისტოს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანაზე ისაუბრა. უფრო ადრე ეს გადაწვეტილება მიიღეს საფრანგეთმა, ბულგარეთმა და ავსტრიამ.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ბელგიამ და და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა შეაფასეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ საქართველოში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.
ცნობისთვის, ბელგიის საიმიგრაციო სამსახურის მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს უკანონო მიგრაციის პრევენციის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას უსაფრთხო მიგრაციასთან დაკავშირებულ და ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე.
კამპანიის ფარგლებში IOM გეგმავს ჟურნალისტების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კონკურსის ჩატარებას. კამპანიის ფარგლებში დაწყებული საქმიანობა 2016 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები