ბიძინა ივანიშვილი: გუბაზ სანიკიძეს ან ის აღიზიანებს, რომ პოლიტიკაში ფული ვერ იშოვა, ან ჩემს გინებაში ფულს იღებს

არასდროს პირადი წყენა არ მქონია გუბაზთან, გამოხტა და ასე ცუდად მომიხსენიებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ექსპრემიერმა გუბაზ სანიკიძის განაწყენების შესაძლო საფუძვლებზე ისაუბრა.
“არასდროს პირადი წყენა არ მქონია გუბაზთან, გამოხტა და ასე ცუდად მომიხსენიებს. გავიხსენებ მის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, ის პოლიტიკაში იმიტომ მოდის, რომ მდიდარი უნდა გახდეს, მილიონი უნდა იშოვოს, მილიონერი უნდა გახდეს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეკავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. ვერ იშოვა ფული ამ კაცმა. ან ეს აღიზიანებს, რომ მოვიდა პოლიტიკაში ფული ვერ იშოვა და ისევ მე ვარ ამაში დამნაშავე და სწორია, ან ფულს იღებს, მე რომ მაგინოს, ეს არ ვიცი, მაყურებელმა გადაწყვიტოს. ერთ-ორჯერ გამოასხივეს და ჩემს წასვლას ნატრობენ ესენიც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები