ბიძინა ივანიშვილი: ის ცოდნა, ენერგია და გამოცდილება, რაც მაქვს, მინდა ჩემს ქვეყანას მოვახმარო

“ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გავაკეთე, არის ის, რომ საკუთარ პიროვნებას იმის ფუფუნებას არ ვაძლევ,  ჩრდილში წავიდე და ჩემთვის ვიცხოვრო ფუფუნებაში”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა.
„ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გავაკეთე, არის ის, რომ საკუთარ პიროვნებას იმის ფუფუნებას არ ვაძლევ, ჩრდილში წავიდე და ჩემთვის ვიცხოვრო ფუფუნებაში. ის ცოდნა, ენერგია და გამოცდილება, რაც მაქვს, მინდა ჩემს ქვეყანას მოვახმარო, რომ სწორი გზით განვითარდეს. შეურაცხყოფა, წყევლა, კრულვა, გინება მოდის ჩემს მიმართ, მაგრამ ვინ იგინება ძირითადად?  შეიძლება ერთი ანდაზით დავიწყნაროთ თავი, რომ ”ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს”.
”ნაციონალებისგან” კრიტიკა გასაგებია. საკუთრებად მიაჩნდათ ეს ყველაფერი, მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ჰყავდათ გადებული, ყველაფერი მათი იყო და დღეს ვინ სად არის? ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია და ა.შ. დანარჩენი ჯგუფი აგრესიულად ცდილობს დაიბრუნოს რაც ჰქონდა და გასაგებია, რომ მაგინებენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები