ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ მოტყუებით შემოჰყავდა ბიზნესმენები და ატყავებდნენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოტყუებით შემოჰყავდა ბიზნესმენები და ატყავებდნენ, – აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, სწორედ ეს უქმნიდა უარყოფით იმიჯს ქვეყანას და „ნაციონალური მოძრაობის“, დროს ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნის 28-ე ადგილზე ყოფნას ფასი არ ჰქონდა.
„ერთი ორი ბიზნესმენიც საკმარისია მაგალითისთვის, რომლებიც გარბოდნენ ქვეყნიდან, ისინი, ვისაც გადაუწვეს და წაართვეს ქონება. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი დაიმარხოს. შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით, 28-ე ადგილზე საქართველოს ყოფნას არავითარი ფასი არ ჰქონდა. გახსნიდი ერთ დღეში კომპანიას, მაგრამ როგორც კი კვამლი ამოვიდოდა, მოვიდოდნენ და გართმევდნენ. სწორედ ამიტომ ფასი არ ჰქონია არაფერს, ქონების დაცვის მიხედვით, სად ვიყავით და სად ვართ ახლა. ევროპის წარმატებული ქვეყნების წინაც ვდგავართ. კერძო ქონება დღეს ხელშეუხებელია. მე ვუყურებ და ერთ-ერთი მაკონტროლებელი ვარ, რომ ხელისუფლებას ხელი არ წასცდეს. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ბიზნესი იმართება ხელისუფლების მხრიდან, გარდა დახმარებისა. ვერავინ იტყვის, რომ მთავრობიდან რომელიმე ბიზნესი კონტროლდება“,-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები