გიორგი მღებრიშვილი: პირობას ვდებ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კორცხელის მსგავსი ფაქტები არ მოხდეს
შს მინისტრი აცხადებს, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტი ოქტომბრის არჩევნებზე არ განმეორდება. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს შს სამინისტრო და მთლიანად პოლიცია არის აპოლიტიკური.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეუძლია მინისტრს, პირობა დადოს, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტი ოქტომბრის არჩევნებზე არ განმეორდება.
„ჩვენ არ ვერევით პოლიტიკურ პროცესებში. პირობას ვდებ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს და თუკი რაიმე სიგნალი იქნება იმისა, რომ ასეთი ფაქტები ხდება, ჩვენ უმალვე აღვკვეთავთ და მსგავსი არ განმეორდება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.