ყოფილი პრემიერი: პროკურატურის მუშაობა იდეალური არ არის

პროკურატურის მუშაობა იდეალური არ არის და უნდა დაიხვეწოს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პროკურატურის მუშაობა ამ ეტაპზე იდეალური ვერც იქნება, რადგან, ივანიშვილის თქმით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობდა.
”პროკურატურა მძიმედ მუშაობდა პირველ წელს, რადგან კუბლაშვილი მართავდა ისევ სასამართლოს. პროკურატურას კრიმინალის დაკავების უფლებასაც არ აძლევდა სასამართლო. ყველაზე მძიმე ეტაპი იყო, როცა პროკურატურაში მიმდინარეობდა კადრების შეცვლა, დალაგება. ეს არ არის პოლიცია, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან მიიყვანო კადრი. პროკურატურას სჭირდება პროფესიონალი. ეს პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო. პროკურატურის მუშაობა დღესაც არ არის იდეალური და ვერც იქნება. უნდა დაიხვეწოს მისი მუშაობა და ქმედითუნარიანობა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები