გედევან ფოფხაძე: მემორანდუმი ხელს შეუწყობს არჩევნების სტაბილურ ჩატარებას

„მემორანდუმით გვსურს ყველა დავაინტერესოთ იმით, რომ არ იყოს კონტრაქციები და მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უმრავლესობის წევრმა მმართველი გუნდის მიერ სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ შეთავაზებული მემორანდუმის დადებით მხარეებზე ისაუბრა.
„მგონია, რომ მემორანდუმის იდეა სწორია. დაინტერესება თუ არ იქნება სხვა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, ეს მათი მხრიდან არასწორი დამოკიდებულების მაჩვენებელი იქნება და არა იმის, რომ მემორანდუმის იდეა არაა სწორი.
მიზანია არ შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ამომრჩეველი გახდეს პოლიტიკური დაპირისპირების მომსწრე. მიზანი არის, რომ ადამიანებმა მოისმინონ ის შეთავაზებები სტაბილურ გარემოში, რომლებსაც მათ პოლიტიკური პარტიები გააცნობენ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძე თვლის, რომ მემორანდუმი მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, რადგან მისივე განმარტებით, მემორანდუმზე ხელმომწერი ყველა პოლიტიკური სუბიექტი ვალდებული გახდება პოლიტიკური დაძაბულობის გრადუსის აწევა თავიდან აიცილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები