მანუჩარ მაჩაიძე: ყველა კანდიდატი ვართ თანაბარ პირობებში, რისი ფუფუნებაც დღემდე არ გვქონია

პარტია „თამაზა მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ მაჩაიძე „მოქალაქეთა კავშირსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ერის გენოციდში ადანაშაულებს.
მაჩაიძემ პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეთა კავშირის“ პოლიტიკურ განშტოებად მოიხსენია.
“ყველაზე მეტად „მოქალაქეთა კავშირის დროს ჩვენსავე ქვეყანაში შეზღუდული იყო ჩვენი უფლებები, იგივე კურსი გააგრძელა მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ .
ეროვნულ უმცირესობებს, რა თქმა უნდა, ყველანაირი პირობები უნდა ჰქონდეთ შექმნილი, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი უფლებების ხარჯზე“, – განაცხადა მაჩაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაჩაიძემ ხელისუფლებისგან შეთავაზებულ მემორანდუმზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მიერ ინიცირებულ მემორანდუმზე პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ხელმოწერაც იქნება. მეჭიაურის თანაგუნდელმა წინასაარჩევნო გარემო სტაბილურად შეაფასა.
“მემორანდუმი, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, მისაღები და მისასალმებელია, რადგან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის, ამიტომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება ყველა პოლიტიკური პარტიის პირდაპირი მოვალეობაა.
ყველა კანდიდატი ვართ თანაბარ პირობებში, რისი ფუფუნებაც დღემდე არ გვქონია,“ – განაცხადა „კვირას“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები