გედევან ფოფხაძე: ბურჭულაძის მხრიდან პოლიტიკაში ჩარევა თავიდანვე შეცდომა იყო

„მე რომ ბურჭულაძის პარტიაში მოვხვედრილიყავი, ალბათ ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავვარდებოდი, რადგან მასთან ადამიანები მივიდნენ სულ სხვა იდეით და დახვდათ სულ სხვა სიტუაცია“ – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბორჯომში, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
„კვირას“ პრესკლუბიდანვე ფოფხაძემ პაატა ბურჭულაძის ბრალდებებს უპასუხა, რომელიც „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ მისამართით, წევრების გადაბირებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“როცა ბურჭულაძეს პრობლემები აქვს პარტიაში, მიზეზები უნდა ეძებოს საკუთარ პარტიაში და არა სხვა სახელმწიფოებრივ დონეზე და სახელმწიფო ინსტიტუტებში. ლაგაზიძემაც დატოვა მისი პარტია და ბევრმა ადამიანმა და განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან ლიდერის პოლიტიკურ ნაბიჯებს და ეს არა მგონია, იყოს ჩვენი ბრალი. ის ახალგაზრდებიც ალბათ ელოდებოდნენ, რომ ბურჭულაძე სხვა პოლიტიკურ ორიენტირებს შესთავაზებდა, თუმცა სხვა რეალობის წინაშე დადგნენ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძე ბურჭულაძის პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული წევრების გადაბირების ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.
“ყველა ხედავს ამ პოლიტიკური სუბიექტის აქტიურობის ფორმებს, მე რასაც ვუყურებ, საერთოდ გაურკვეველია, რა უნდოდა ამ ადამიანს, რითი დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა და დღეს სადამდე მივიდა. ამ ადამიანებს აქვთ პარტიიდან წასვლის უფლება. ვერავინ შეძლებს ჯაჭვით დააბას პარტიაში ხალხი, ასეთ შემთხვევაში, პარტია კი არა, სექტა გამოდის. ამ კაცის მხრიდან ჩარევა პოლიტიკაში თავიდანვე შეცდომა იყო“, – განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები