ბიძინა ივანიშვილი: ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს

პოლიცია ხალხის სამსახურშია ჩამდგარი და ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია მოსახლეობაზე ძალადობს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ოპონენტები კრიმინალურ პროვოკაციებს თავად აწყობდნენ და კრიმინალის გამძაფრებაზე საუბრობდნენ.
„ოპონენტები ამას სულ ამბობდნენ – ჩამოიშალა პოლიცია, კრიმინალი გამძაფრდაო, სახლში ვერ ვიცხოვრებთო, მანქანებს იტაცებენო, არადა თვითონ დაამტვრიეს რამდენიმე მანქანა. პროვოკაცია პერმანენტულად ხორციელდებოდა და გრძელდება დღესაც. პოლიცია ხალხის სამსახურშია ჩამდგარი და ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია მოსახლეობაზე ძალადობს. ერთეული შემთხვევები ყველგან ხდება. 2012 წლამდე საქართველო ყველაზე მაფიოზური ქვეყნებიდან 75-ე ადგილზე იდგა“,-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები