ბიძინა ივანიშვილი: “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პოლიცია იყო ხალხის დათრგუნვის ძირითადი იარაღი

“ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პოლიცია იყო ხალხის დათრგუნვის ძირითადი იარაღი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, ყველა აქტიური მოქალაქე დაუცველობის სინდრომს გრძნობდა.
„გავიხსენოთ, როგორი იყო პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია  წინა ხელისუფლების მიერ ძირითად ინსტრუმენტად გამოყენებული. მათი ძირითადი როლი საზოგადოების დათრგუნვა იყო და არა დაცვა.
“ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პოლიცია იყო ხალხის დათრგუნვის ძირითადი იარაღი. გავიხსენოთ ისიც, რა დოზით იყო პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებები. მთელი მოსახლეობა გაფილტრეს და ბიუჯეტის დიდი ნაწილი ამით ივსებოდა. სასამართლო გადაქცეული იყო ნოტარიუსად პროკურატურისთვის, მოქალაქე იყო ძალიან დაუცველი, დაუცველობის სინდრომი იგრძნობოდა ყველა აქტიურ მოქალაქეზე, პასიურები შეიძლება ამ დოზით ვერ გრძნობდნენ“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები