პაატა ბურჭულაძე: მერე რა თუ ყოფილი “ნაციონალები“ მყავს გუნდში?

“მერე რა თუ ყოფილი “ნაციონალები“ მყავს გუნდში? გვერდით მოაზროვნე ადამიანები დავიყენე”, – ამის შესახებ პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, მის გუნდში მყოფი ადამიანები პროფესიონალები არიან.
„მერე რა თუ ყოფილი “ნაციონალები“ მყავს გუნდში? გვერდით მოაზროვნე ადამიანები დავიყენე. “ქართულ ოცნებას“ გიორგი ვაშაძეზე ძლიერი მენეჯერი, ზურა ჯაფარიძეზე კვალიფიციური ეკონომისტი ან დავით ჯანდიერზე განათლებული იურისტი ჰყავს? დიახ, ამ ხალხთან ერთად ავაშენებ ქვეყანას. მართალია, “ნაცმოძრაობასთან“ იყვნენ, მაგრამ დღეს ჩემ გვერდით არიან. ამ ადამიანებმა საქმის კეთება იციან, დარწმუნებული ვარ, ერთად წარმატებას მივაღწევთ.
რაც შეეხება მათ არჩევანს, ვიღაცები ყოველთვის მიდიან-მოდიან. ხომ ხედავთ, ჩვენი პარტიაც ნელ-ნელა იფილტრება, ახლა კი ისეთი ადამიანები მყავს გვერდით, უკეთესს ვერ ინატრებ. ვინც ხუთეულში ვერ მოხვდა, ჩვენგან განაწყენებული წავიდა – ჩვენ ყოველთვის პროფესიონალიზმზე გავაკეთებთ აქცენტს“ ,- აცხადებს ბურჭულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები