ლუცკში აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ლუცკის სავაჭრო ცენტრთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ოთხი ავტომობილი. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილ „ლექსუსის“ ქვეშ იყო დამონტაჟებული. დაზიანებულ ავტომობილებს საბურავები დაეშვათ.
ამჟამად სამართალდამცველი ორგანოები მომხდარის დეტალებს იძიებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები