რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

რუსეთის სახელმწიფო დუმაში 18 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებში მმართველი პარტია, „ედინაია როსია“ ლიდერობს. ბიულეტენების 80%-ის დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ მას ამომრჩეველთა 54,28%-მა მისცა ხმა. ამ პარტიის გარდა, დუმაში კიდევ ექვსი პოლიტიკური ძალა მოხვდება. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აქ „ედინაია როსია“ 225 ოლქიდან 203-ში იგებს. ასე რომ მმართველი პარტია რუსეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს.
დუმის არჩევნებში მეორე ადგილზე „რუსეთის კომუნისტური პარტია“ გავიდა, მესამეზე – „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ და მეოთხეზე – „სპრავედლივაია როსია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები