„კარგად გვესმის, ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონებში, სოფლად, ქალაქებში“

ჩვენ ძალიან რთული ოთხი წელი გვქონდა, განხორციელებული რეფორმების გამო შეგვიძლია, თავაწეული ვიაროთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიღწეულით კმაყოფილი ვართ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სოფელ ორსანტიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მან ადგილობრივებს საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინა.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლის დასაწყისში სოფელში შეკრებილ ამომრჩევლებს მეგრულად მიმართა, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამეგრელო მისთვის განსაკუთრებულად საყვარელი რეგიონია, თავად დედით მეგრელია, რაც განსაკუთრებულ სიყვარულს და დამოკიდებულებას იწვევს.
„ძალიან რთული, მძიმე ოთხი წელი გვქონდა, შეგვიძლია, თავაწეული ვიაროთ განხორციელებული პროექტებით რეფორმებით, თუმცა, თქვენ არ იფიქროთ, რომ თვითკმაყოფილნი ვართ იმით, რაც გავაკეთეთ და განვახორციელეთ. ჩვენ კარგად გვესმის, ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონებში, სოფლად, ქალაქებში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო ყველა პრობლემის მოგვარება. ქვეყანაშია. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პრობლემებზე საუბარის. კარგად მესმის, რომ წინა ხელისუფლება აჩვევდა ქვეყნის მოსახლეობას ზეწოლით, შიშით, რომ პრობლემებზე არ ესაუბრათ. ჩვენ არ ვაშენებთ ასეთ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საქართველოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები იქნება დაცული, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას საკუთარი აზრი, თუნდაც განსხვავებული. უნდა მივეჩვიოთ და პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს, უნდა მოვუსმინოთ, ვუპასუხოთ სწორი პასუხებით და არა – ხელკეტებით, ქვებით, როგორც ეს თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საბედნიეროთ „ქართულმა ოცნებმა“ მოახერხა და განსხვავებული აზრისადმი აგრესიული დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა. „ჩვენ შევძელით ხელისუფლების გადმობარება არჩევნების, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანებში ხდება. მე ვსაუბრობდი პრობლემებზე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – გვესმის თითოეული ადამიანის გასაჭირი. ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებთ სოფლად, რაიონში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, როცა ვირტუალური საქართველო ქონდათ შექმნილი თავიანთი საკუთარი მედიასაშუალებებით. ყველას კარგად გვახსოვს ეს პერიოდი – ჩავრთავდით ტელევიზორს და გვეუბნებოდნენ, თითქოს ქვეყანში ყველაფერი კარგად იყო, ყოველწლიურად მილიონი ახალი სამუშაო ადგილი იქმნებოდა, ხალხი ბედნიერი იყო, მილიონი გამოცვლილი კბილიც გვახსოვს. არ გავაგრძელებ ამ ყველაფერს, თუმცა როდესაც ტელევიზორს გამოვრთავდით, რა რეალობა იყო ყველამ კარგად ვიცით. თუ არ ვისაუბრებთ პრობლემებზე, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩება. ჩვენ ვართ ის გუნდი, ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეძლებს ყველა პრობლემის მოგვარებას, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გამარჯვებით მოპოვებულ თავისუფლებას ვერავინ შეეხება. „ პარტია „ქართული ოცნება“ არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში ვერავინ გათელავს ფეხქვეშ ადამიანის ღირსებას, ჩვენ არ გვინდა არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არანაირი წინსვლა, თუ ქვეყანაში ერთი მოქალაქეც იქნება უკანონოდ დაჩაგრული, არც ერთი პატარას ცრემლი არ გვიღირს მისი მშობლის არაკანონიერ ჩაგვრად, ჩვენ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული და ამაში თქვენი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოფელ ორსანტიაში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები