„ნუ მისცემთ ხმას წარსულს, ხმა მიეცით მომავალს“ – არჩილ თალაკვაძე სოფელ მელექედურის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის ამომრჩეველს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროებზე.
„ჩვენ ვაპირებთ ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპებით განვითარებას. გზები, ხიდები და ახალი შენობები, ეს ის პრიორიტეტებია, რაც სჭირდება სოფელსა და ქალაქს. სადაც არის გამართული ინფრასტრუქტურა, სწორედ იქ მოდის ინვესტორი, იქ მოდის ტურისტი, იქ ვითარდება ბიზნესი და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები