რუსეთში დუმის არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში დუმის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 94 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი. წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებით რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები 111 მილიონ 600 ათასი მოქალაქე სარგებლობს.
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სადეპუტატო მანდატების მოსაპოვებლად 14 პოლიტიკური პარტია იბრძვის.
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები რუსეთის სახელმწიფო დუმაში დაგეგმილ არჩევნებში ხმის მიცემას სომხეთის ქალაქ გიუმრიში შეძლებენ. არჩევნები მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები