ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა

მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნოდარ ტაბიძე წლების განმავლობაში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი.
იგი დაჯილდოებული იყო გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებით.
ნოდარ ტაბიძემ ბიძის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა. იგი ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი იყო და ქართული ჟურნალისტიკის მაესტროს უწოდებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები