პრეზიდენტი შესაძლო დესტაბილიზაციაზე: ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში არსებობენ “თავქარიანი ტიპები”

ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც განწყობილები არიან დესტაბილიზაციისკენ, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში შესაძლო დესტაბილიზაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, „თავქარიანი ტიპები“ ყველა პარტიაში არიან.
„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც განწყობილები არიან დესტაბილიზაციისკენ, აგრესიისკენ. მეტიც, მეგობრების წრეშიც კი არიან უფრო დალაგებული, მშვიდი და მოაზროვნე ადამიანები და არიან უფრო ფეთქებადი და აგრესიული ადამიანები. ეს პროცესი ასევე არის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში – არიან უფრო დალაგებული, მშვიდი მოაზროვნეები, რომლებიც სტრატეგიულად აზროვნებენ და პოლიტიკურ კონტექსტში ხედავენ პროცესს და არიან უფრო თავქარიანები და ერთხელ მე ვახსენე, მოძველბიჭო ელემენტებიც. ეს პროცესი და დინამიკა ყველგან არსებობს და სრულიად შესაძლებელია, ასეთი დინამიკა არსებობდეს დღესაც ამა თუ იმ ჯგუფში. შესაბამისად, მე არ მინდა რომელიმე პოლიტიკურ ძალას რაიმე ბრალდება წავუყენო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არაერთგვაროვანია ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი – არიან ხოლმე ასეთი, თავქარიანი ტიპაჟები – ყველგან არიან და ვერავინ მეტყვის, რომ მათში არ არის ასეთი ადამიანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები