იუნკერი მოუწოდებს ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დაიწყოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. იუნკერი აცხადებს, რომ ის დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას არ აპირებს, მაგრამ ყველა მხარის ინტერესებშია ამ საკითხის გადაჭრა, ვინაიდან დღეს არსებული გაურკვეველი სიტუაცია უნდა მოგვარდეს. ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წლის 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროკავშიდან გასვლას ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები