ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი პროფკავშირებიდან – ირაკლი პეტრიაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში საქართველოსა და თბილისში გაზრდილი კრიმინალური ფონის გამო და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიოს ვაზისუბანში დღეს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი.
„მე არ უნდა ვახსენებდე პოლიციას, რომ ორი ავტომატით შეიარაღებული პირი ქალაქში თავისუფლად ვერ უნდა გადაადგილდებოდეს, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში და მით უმეტეს სავაჭრო ცენტრში, სადაც ძირითადად ქალები და ბავშვები არიან თავმოყრილი, თავისუფლად ვერ უნდა ხსნიდნენ ცეცხლს“, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები