დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონულ ბიზნესფორუმზე მოხსენება გააკეთა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარებულ რეგიონული ბიზნესის ფორუმს დაესწრო, მოხსენება გააკეთა და დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ფორუმის მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეკითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი პასუხობდნენ.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საგადასახადო და საინვესტიციო გარემოზე, ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე და იმ რეფორმებზე, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორს – სავაჭრო-სამრეწველო პალატას, რომლის ეგიდითაც მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა.

„მე მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი არიან ძალიან მონდომებულები, რომ თავიანთი ბიზნესი აკეთონ და განავითარონ. პრობლემატიკა შეეხებოდა როგორც ევროპის ბაზარზე შესვლას, ასევე ხარისხიან პროდუქციას, მომსახურებების მიწოდებას და ა.შ. ჩვენ ყველა საკითხს ან ადგილზე გავეცით პასუხი, ან მოვინიშნეთ და შემდეგში გავცემთ პასუხს. ასეთი შეხვედრები ძალიან კარგია”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები