სანდრა რულოვსის განცხადებით, ის „ნაციონალების” შეცდომებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე – სანდრა რულოვსი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იყრის კენჭს, ყოფილი ხელისუფლების დროინდელ შეცდომებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს.
როგორც სანდრა რულოვსმა ტელეკომპანია “ათინათის” ეთერში, გადაცემაში “კანდიდატი” განაცხადა, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში თანამდებობაზე არ ყოფილა და შესაბამისად, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს არ აგებს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა აღნიშნა, იყო ბევრი შეცდომა და ამიტომაც არიან პარტიაში ახალი სახეები.
„მე არ ვიყავი არანაირ თანამდებობაზე, ამიტომ არანაირი პასუხისმგებლობა არ მეკისრება. არ დავიწყებ რაიმეს გამართლებას ან რაიმეს უარყოფას, მაგრამ ვხედავ, რომ იყო გარკვეული შეცდომები. ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ ახალი სახეები ვართ, განახლებული პარტია ვართ. ძალადობა, წნეხი, ზედმეტი კონტროლი შორს არის ჩვენგან”, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
გადაცემა “კანდიდატი” რადიო”ათინათისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ერთობლივი პროექტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები