მოლდავეთის მთავრობა დსთ-ს თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს

მოლდავეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უარს აცხადებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავმჯდომარეობაზე. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„მოლდავეთი დსთ-ს თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს. მოლდავეთის მთავრობამ დსთ-ს პარტნიორებს ამის შესახებ წინასწარ აცნობა. მიზეზი ფინანსური პრობლემებია, ხოლო 2018 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს“ – განუცხადეს „რია ნოვოსტის“ მოლდავეთის მთავრობაში.
​ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ს მეთაურთა საიუბილეო, 25-ე სხდომა მიმდინარეობს. ამ შეხვედრაზე უნდა გაფორმდეს 2017 წელს რუსეთის თავმჯდომარეობა მოლდავეთის უარის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები