Check in Georgia-ს ფარგლებში, „რუსთავქალაქობის“ აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia გრძელდება. როგორც „კვირას“ პროექტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, 17 სექტემბერს ქალაქ რუსთავში, „რუსთავქალაქობის“ აღსანიშნავად, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება.
20:00 საათზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მსმენელის წინაშე ანსამბლი „სუხიშვილები“ და ჯგუფი „მგზავრები” წარდგებიან.
აპრილში დაწყებული პროექტი Check in Georgia წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებასა და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე  ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5” და ხოსე კარერასი წარდგნენ.
Check in Georgia-ს განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვა, ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. Check in Georgia მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას. იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის, ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები