საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პირველი მუზეუმი გაიხსნება

 1 ოქტომბერს  თბილისში  სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი – „ექსპერიმენტორიუმი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, უპრეცედენტო შემეცნებით-გასართობ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის 80-მდე ექსპონატი. გახსნით ღონისძიებაზე, ექსპონატების გარდა, წარმოდგენილი იქნება თხევადი აზოტის ულამაზესი შოუ.
14339441_1736585966601972_1311057248_o„ექსპერიმენტორიუმი“ მეცნიერული კანონებისა და სამყაროს შესწავლისთვის საუკეთესო ადგილია, რომელიც მოზარდებს ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს გაუჩენს. ინტერაქტიული ექსპონატების მონახულების გარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგანმანათლებლო სივრცეში შესაძლებელი იქნება ქიმიისა და ფიზიკის სფეროებში სხვადასხვა სახის ცდის, სემინარისა და ღია გაკვეთილის ჩატარება, მუზეუმის კვალიფიციური პერსონალის ზედამხედველობით. მუზეუმში შესაძლებელია ოჯახური ტურების მოწყობაც.

14374615_1736585973268638_959766569_oეს ადგილი თანაბრად მიმზიდველი და საინტერესოა სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და ახალგაზრდებისთვის, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მისამართი: თბილისი, 9 აპრილის ქ. #5.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები