იერუსალიმში პოლიციამ დანით შეიარაღებული თავდამსხმელი მოკლა

ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში დანით შეიარაღებული პირი მოკლა, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი იორდანიის მოქალაქე იყო. ინციდენტი ძველი იერუსალიმის ტერიტორიაზე, ისტორიული კედლის მახლობლად მოხდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად გასული წლის ოქტომბრიდან 212 პალესტინელი დაიღუპა. მათი უმეტესობა პოლიციაზე ან ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის დროს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები