ბულგარეთი ევროკომისიას თურქეთის საზღვრის დაცვისთვის 160 მილიონ ევროს სთხოვს

ბულგარეთმა ევროკომისიას 160 მილიონი ევროს გამოყოფის თხოვნით მიმართა. ეს თანხა ბულგარეთის მთავრობამ თურქეთთან საზღვრის დაცვას და მიგრანტების ნაკადის შემცირებას უნდა მოახმაროს. ამის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, რუმიანა ბიჩვაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, ბულგარეთს ამ თანხის გამოყოფის გარანტია უკვე მისცეს.
2016 წლის 8 თვის განმავლობაში ბულგარეთმა 12 ათას 500 ლტოლვილი დააკავა, რომლებიც ევროკავშირში შეღწევას ცდილობდნენ. ამჟამად სლოვაკეთში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი მიმდინარეობს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ლტოლვილებთან დაკავშირებით არსებული პრობლემებიც განიხილება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხიც განიხილება.პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, სამიტში დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები