პოროშენკო რუსეთს გარკვეულ პირობებს უყენებს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოსკოვს გარკვეულ პირობებს უყენებს, რომელთა შესრულების გარეშეც მინსკის შეთანხმებების რეალიზება შეუძლებელია. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
„რუსეთმა დონბასში მუდმივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოს. უნდა შეწყდეს სეპარატისტებისთვის არტილერიის, ტანკებისა და ტყვია-წამლის მიწოდება. აუცილებელია ეუთოს დამკვირვებლებისთვის დონბასისა და ყირიმის ტერიტორიაზე შესვლის უფლების უზრუნველყოფა“ ,- განაცხადა პოროშენკომ.
ამასთან, მისივე თქმით, „უკრაინამ რუსეთს მეორე ლოყა ერთხელ უკვე მიუშვირა, მაგრამ საბოლოოდ ძლივს გადარჩნენ.

„ეს აღარ მოხდება, ჩვენი მხრიდან არანაირი დათმობა აღარ იქნება, ვიდრე რუსეთი უსაფრთხოების მხრივ საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სექტემბრის დასაწყისში პოროშენკომ თავის ძირითათად ამოცანად 1991 წლის ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაასახელა. ამასთან, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ ამის გაკეთება უკრაინას არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით ურჩევნია, რისთვისაც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააგრძელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები