„შემოდგომის თბილისის“ „იბერიული მოგზაურობა” თბილისის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში

19 სექტემბერს, 19:30 საათზე, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში,  გაიმართება კონცერტი „იბერიული მოგზაურობა”.
14344777_1307591942585537_3322559778925725407_nმონაწილეობენ: ესპანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი – ვალერიანო გამგებელი (ტენორი), ლაშა სესიაშვილი (ბარიტონი), კონცერტმაისტერი – მაია ფერაძე.
პროგრამაშია: ვერდის, ვივესის, ჰალევის, სერანოს, ლარას, სოროზაბალის, არაყიშვილის, დოლიძის, ფალიაშვილის, ბალანჩივაძისა და თაქთაქიშვილის ნაწარმოებები.
კონცერტი გაიმართება ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში.
ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. პარტნიორები არიან: სადაზღვევო კომპანია „არდი“, სასტუმრო “თბილისი მარიოტი” და რესტორანი “მუხამბაზი ივენთი”.
საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია “GDS”-ი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები