სტარტაპების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული გუნდისთვის სახელმწიფო 25 000 ლარს გამოყოფს

სტარტაპების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული გუნდისთვის სახელმწიფო 25 000 ლარს გამოყოფს. როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში განაცხადა, ”სულ რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ გამოვავლინეთ პირველი გამარჯვებულები. ეს იყო 20 გუნდი ინოვაციური იდეებით, რომელიც ”სილიკონ ველიდან” მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა. ეს არის კომპანიები, რომლებსაც აქვთ ყველანაირი პოტენციალი იმისა, რომ თავიანთი იდეებით გლობალურ ბაზარზე გავიდნენ. პირველი გამარჯვების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი კომპლექსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ იდეებმა საბოლოოდ შეისხან ხორცი.
ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც არის კომპლექსური მხარდაჭერა – მენტორშიფი, რაც თავის თავში გულისხმობს თითოეული გამარჯვებული გუნდის 25 000-ლარიან დაფინანსებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეყოლებათ პარტნიორი, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც დამოუკიდებელი პარტნიორი პარტნიორთა საბჭოებზე და მათთან ერთად მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას.
ამავე დროს, ექსპერტები ”სილიკონის ველიდან” ძირითადად დაეხმარებიან, რომ ხორცშესხმული იყოს პირველი პროტოტიპები მათი იდეებისა თუ პროდუქტებისა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური მოდელების საბოლოო დახვეწა, მარკეტინგისა და ბრენდინგის, სამიზნე აუდიტორიის ჩამოყალიბება და საბოლოდ უკვე გლობალურ ინვესტორებთან გასვლა. დღეს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გამარჯვებულ გუნდებთან”, – განაცხადა ქუმისიშვილმა.
მისივე თქმით, მენტორშიფის დასრულების შემდეგ, ყველა ის სტარტაპი, რომელიც მზად იქნება შემდეგი სტადიის დაფინანსების მისაღებად, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფის შედეგად გაემგზავრება ”სილოკინ ველში, სადაც ინტენსიური 2-კვირიანი ტრეინინგი ჩაუტარდებათ.
„ტექნოპარკში“ პროგრამის ”სტარტაპ საქართველოს” მენტორშიფის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები