“საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბდეს”

„საქართველოს გააჩნია სრული პოტენციალი, რომ ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ”ქვეყნის სივრცითი მოწყობის” პროექტის პრეზენტაცია გამართა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები. მისივე თქმით, ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი.
”ამ კონტექსტში უდიდესი როლი ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და განვითარებას თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით. საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები, ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს გააძლიერებს და ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირებს. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის და საცხოვრებელი ადგილისთვის, გადაადგილებისთვის. არსებული გზები, ავტობანების არსებული მონაკვეთები, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორების ძირითადი დანიშნულება იქნება ამ გზების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ერთიანი ჩონჩხის შეკვრა, რომელიც ქვეყანას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს და ყველა რეგიონს გახდის სიცოცხლისუნარიანს, ცხოვრებისთვის ვარგისს და ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა იმ ინფრასტრუქტურაზე დეტალურად ისაუბრა, რომლის შექმნაც უახლოესი 4 წლის განმავლობაში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები