დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებზე თავდასხმის მომზადებისთვის თურქეთში ოთხი პირი დააკავეს

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც ანკარასა და სტამბოლში გერმანიის საელჩოებსა და საკონსულოებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. სამი პირი ანკარაში, ერთი კი სტამბოლში დააკავეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმები 13-დან 17 სექტემბრამდე შუალედში იგეგმებოდა. გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურმა მისიებმა, უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეაჩერეს მუშაობა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, უსაფრთხოების მიზნით, თურქეთში არსებული გერმანული სკოლები შეზღუდულ რეჟიმში იმუშავებენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. პოლიცია ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილთა ძებნას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები