პარიზში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა (ვიდეო)

პარიზში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების დროს სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. “Associated Press”-ის ინფორმაციით, მიტინგი პროფკავშირებმა გამართეს, რომლებიც შრომის კოდექსში ზაფხულში მიღებულ ცვლილებებს აპროტესტებენ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. სამართალდამცველებმა კი ცრემლმდენი გაზი და აკუსტიკური ხელყუმბარები გამოიყენეს.
შრომითი კოდექსის ცვლილების შემდეგ, დამსაქმებელს სამუშაო დღის გაგრძელებისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების შემცირების უფლება აქვს. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი გამარტივდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები