ბათუმში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი – Batumi Music Fest მეოთხედ გაიმართება

17–22 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს “Batumi Music Fest”-ს მეოთხედ უმასპინძლებს. იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძისა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე კიდევ ერთხელ აჟღერდება.
საპატიო სტუმრებს შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ელჩები იქნებიან.
ბათუმის ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე საგანგებო მიმართვაში აღნიშნავს, რომ დაარსების დღიდან, ფესტივალი  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება. „ასევე, მსურს გამოვხატო მადლიერება ქართული პრესის, ტელევიზიისა და ფრანგული პრესის მიმართ, რომელიც ერთგულად აშუქებს ახალდაბადებული ფესტივალის მსვლელობას ყოველ წელს. დიდ მადლობას ვუხდით საერთაშორისო მისიებს, საელჩოებს საქართველოში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
ესპირველად საქართველოს მუსიკალურ ისტორიაში, ბათუმის ფესტივალი გახდა ევროპის ფესტივალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი და მიიღო საერთაშორისო სტატუსი.
მოწვეული მუსიკოსები გამოირჩევიან თავიანთი განუმეორებელი ინდივიდუალურობითა და შესრულების უმაღლესი დონით. მელომანებს მიეცემათ საშუალება, აღმოაჩინონ ნიჭიერი ქართველი ნორჩი ტალანტები – მომავლის მუსიკოსები. ბათუმის მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნებისა და ტრადიციების ხელოვანები. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი იდეა კულტურული დიპლომატიის გაღრმავებაა.
როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტს, მჯერა, რომ მუსიკას შეუძლია გააერთიანოს ადამიანები მაღალი ღირებულებების ირგვლივ და დიდი წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში. სანაპიროზე განთავსებული მუსიკალური ცენტრის ულამაზესი დარბაზი ყოველ დღე მსმენელს ზეიმის განწყობას შეუქმნის და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს გაუზიარებს. გელოდებით მოუთმენლად, ძვირფასო მსმენელებო“, – აღნიშნავს ელისო ბოლქვაძე.

ფესტივალის პროგრამა:

17 სექტემბერი, 19 საათი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინფონიური ორკესტრი

მოცარტი, იუვერტურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“
მოცარტი, კონცერტი კლარნეტისთვის K622
მოცარტი, საფორტეპიანო კონცერტი ნ° 21, კ 467
ჩაიკოვსკი, ვალსი, ჩარდაში და ფინალი
ბალეტიდან „გედების ტბა“

18 სექტემბერი – კვირა, 19 :00 საათი
„ქართული ხმები“

19 სექტემბერი – ორშაბათი, 19.00 საათი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინფონიური ორკესტრი

დირიჟორი – ფილიპ მანი

ბეთჰოვენი – სიმფონია ნ°7, ოპ. 92

ბიზე

კარმენ სუიტა ნ°1
პრელუდია
არაგონული
ინტერმეცო
სეგიდილია
ალკალას სასახლის დრაკონები
ტორეადორე

20 სექტემბერი – სამშაბათი, 19 :00 საათი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინფონიური ორკესტრი

დირიჟორი – მამუკა ალაფიშვილი (საქართველო)

ვერდი – უვერტიურა ოპერიდან „ნაბუქო“
ბახი – საფორტეპიანო კონცერტი Nო. 3  BWV 1054
რაველი –  საფორტეპიანო კონცერტი სოლ მაჟორი
სიპრიან კაცარისი – ფორტეპიანო საფრანგეთი/კვიპროსი

21 სექტემბერი – ოთხშაბათი, 19 :00 საათი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინფონიური ორკესტრი

დირიჟორი – დავით კინწურაშვილი (საქართველო), მაია ირგალინა – ფორტეპიანო (ბელორუსია).

პროგრამა

მოცარტი
სიმფონია N40, K 550
ლისტი
საფორტეპიანო კონცერტი N2

21 სექტემბერი – ოთხშაბათი, 19 :00 საათი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინფონიური ორკესტრი

დირიჟორი – დავით კინწურაშვილი (საქართველო)

პროგრამა

მოცარტი
სიმფონია N40, K 550
ლისტი
საფორტეპიანო კონცერტი N2

22 სექტემბერი – ხუთშაბათი, 19 :00 საათი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინფონიური ორკესტრი

დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო); ლიანა გურჯია – ვიოლინო
(რუსეთი)

ალექსი მაჭავარიანი

„ქართული საზეიმო უვერტიურა“

მუსიკა კინოფილმიდან
„ორი ოკეანის საიდუმლოება“

ბალეტი „ჭირვეულის მორჯულება“

სავიოლინო კონცერტი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები