წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი გაიმართება

 16-18 სექტემბერს წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი ჩატარდება, რომლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
სამი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ადგილზე გაიმართება გამოფენები, ჩატარდება კონცერტები, შვეიცარული და ადგილობრივი ფოლკლორული და კლასიკური ანსამბლების მონაწილეობით, მოეწყობა სხვადასხვა საცეკვაო წარმოდგენა, ლიტერატურული კითხვა, კინოჩვენებები და სხვა.
წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია ვორკშოფების სერია, რომელიც ფესტივალამდე 2 კვირით ადრე იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში უცხოელი და ქართველი ხელოვანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. 16, 17 და 18 სექტემბერს ვორკშოფების შედეგების პრეზენტაცია იგეგმება.
ხელოვნების ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და სხვადასხვა ინტერდისციპლინარულ ღონისძიებას მასპინძლობს. ფესტივალი შვეიცარული ფონდის, “artasfoundation”-ისა და წყალტუბოს „დევნილ ქალთა კავშირის” თანამშრომლობით დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები