ქეთი მელუა და გორის ქალთა კამერული გუნდი ევროპული ტურნესთვის ემზადებიან

ევროპაში მომღერალ ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის საკონცერტო აფიშები გამოჩნდა. ამის შესახებ პირველ ფოტოებს პოლონეთის ქალაქ ტორუნის მედია ავრცელებს.
ნიკოლა კოპერნიკის მშობლიურ ქალაქ ტორუნში, რომელიც ჩრდილოეთ პოლონეთში მდებარეობს, კონცერტი 14 ნოემბერს გაიმართება. 

14258278_1171560236200092_8773241386108658395_o

ქეთი მელუას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ევროპული ტურნე 28 ოქტომბერს გერმანიიდან დაიწყება, გაგრძელდება საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში, პოლონეთში და 3 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში (კერძოდ, ლონდონის შემდეგ შოტლანდიაში) დასრულდება.
ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გორის ქალთა გუნდთან ერთად კონცერტებს გამართავს ფრანკფურტში, ნიურნბერგში, მიუნხენში, უტრეხტში, დიუსელდორფში, პარიზში, კიოლნში, ოლბურგში, კოპენჰაგენში, ვროცლავში, ტორუნში, ბერლინში, ჰამბურგში, ბაზელში, ციურიხში, ბრიუსელში, გუილდფორდში, ბრისტოლში, საუთჰემპტონში, ლონდონში, ლივერპულში, ბირმინგემში, მანჩესტერში და გლაზგოში.
როგორც „კვირა“ გორის ქალთა კამერული გუნდის დირიჟორმა, თეონა ცირამუამ განუცხადა, ტურნე ქეთი მელუამ დაგეგმა და თავად მომღერალი აფინანსებს.
„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ინტერნეტით მოუსმინა ჩვენს გუნდს, მოეწონა, მერე ჩამოვიდა, გაგვეცნო, 10 ნაწარმოები შევასრულეთ, მოისმინა ყველაფერი და ასე დაიგეგმა ეს ტურნე. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი გამოსვლა იქნება.
ტურნე 28 ოქტომბერს დაიწყება გერმანიიდან და 3 დეკემბერს დასრულდება, თუმცა გუნდი 8 ოქტომბერს, 20 დღით ადრე გაემგზავრება ბრიტანეთში, იქ გამართავს რეპეტიციებს.
შემდეგ უკვე ვიწყებთ გერმანიით. ფრანკფურტში არის დაგეგმილი პირველი კონცერტი.
– რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ეს მიწვევა?
ეს
– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი გუნდი საქართველოში ძალიან პოპულარულია და, ბუნებრივია, ჩვენი გეგმებიც გვაქვს… დროს არ დავკარგავდით, ეს ტურნე ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო.
ამ ტურნეთი ფაქტობრივად გუნდს მთელი მსოფლიო გაიცნობს. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, მაგრამ მხოლოდ გამართლებაც არ არის, ჩვენც ვაჩვენეთ ის პროფესიონალიზმი, რომლითაც ქეთიმ ჩათვალა, რომ ჩვენთან ერთად შეიძლება კონცერტზე გამოსვლა.
– როგორი იქნება რეპერტუარი?
– ჩვენ ტურნემდე ერთობლივი დისკი ჩავწერეთ, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვა. დისკში ჩაწერილი რეპერტუარით წარვდგებით ევროპაში. In winter ჰქვია დისკს, საშობაო ალბომი იქნება შინაარსობლივი დატვირთვით. ეს არის ცნობილი ჰიტების ერთობლივი ვარიანტი, ერთი არის რუმინული სიმღერა, არ დაგიმალავთ და, ერთ კომპოზიციას რახმანინოვის სახეშეცვლილი სახითაც შევასრულებთ და, ვფიქრობ, ესეც კარგი გამოვა.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები