თავისუფალი თეატრი  უკრაინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

16-19 სექტემბერს, თავისუფალი თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უკრაინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სპექტაკლით „მექანიკური ფორთოხალი“ წარდგება.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „Золотой Лев-2016“ ყოველწლიურად, უკრაინის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკრაინის ქალაქ ლვოვში ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები რუმინეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, მოლდავეთიდან და სხვა.
ენტონი ბერჯესის რომანის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ჯაბა კილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, გიორგი ჯიქია, ლაშა გურგენიძე, სლავა ნათენაძე, მიშა არჯევანიძე, ანი ალადაშვილი, მარიამ ნადირაძე, ქეთა ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები