მსახიობ ქალთა გუნდი „ბენეფისი” ზაარბრიუკენში მართავს კონცერტებს

  10-დან 17 სექტემბრამდე თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი “ბენეფისი” გასტროლზე იმყოფება თბილისთან დამეგობრებულ გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში.
2 სექტემბრიდან გუნდის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი ნანა კალანდაძე ხვდება სხვადასხვა გერმანულ გუნდს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული სიმღერით და ზოგადად, ქართული კულტურით.
ზაარბრიუკენში მათი მიწვევის ინიციატორია, ცნობილი გერმანელი მომღერალი და ლოტბარი ქალი ამაი შაიბი. ის ქართულ-გერმანულ საკონცერტო პროგრამაზე მუშაობს ნანა კალანდაძესთან ერთად.
კონცერტები ტარდება 11, 13 და 16 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი კონცერტის გასამართად მიწვეულია ზაარბრიუკენის თეატრის სეზონის გახსნაზე, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ქართველი მსახიობებისათვის.
გერმანელი მუსიკის მოყვარულები კონცერტებზე შეასრულებენ ქართულ სიმღერებს, რომლებიც მათ ნანა კალანდაძემ  ვორკშოფებზე შეასწავლა.
„ბენეფისის“ მხარდამჭერია  თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები